ალოპეცია (გამელოტება) – გამოიხატება თმის ლოკალური ცვენით ტანის ან თავის ნაწილებში. დაავადება შუახნის ასაკში ვლინდება, მაგრამ არსებობს ასევე ბავშვების ალოპეცია.
მიზეზები
პათოლოგია სხვადასხვა სახის არსებობს:
· ანდროგენეტიკური – ატარებს გენეტიკურ ხასიათს. პათოლოგიის მიზეზი არის დეჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის უარყოფით გავლენა თმის ფოლიკულაზე. მხოლოდ 5-7% შემთხვევებში პათოლოგია არის პირველადი გენში.
· დიფუზიური – წარმოიშობა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, მაგალითად: რადიაციის, შხამების, წამლების ან არასწორი დიეტის ზემოქმედების შედეგად.
· კეროვანი – შესაძლოა ატარებდეს დროებით ხასიათს, ვლინდება ტრამვის, სტრესის, გადატანილი ოპერაციების ან მწვავე დაავადების შემდეგ. წარმოშობის მიზეზები ნაკლებად შესწავლილია.
· ნაწიბუროვანი – ვითარდება პერეზის, ტრამვის ან დამწვრობის ადგილას.
ალოპეციის სიმპტომები
ანდროგენეტიკური დაავადების ტიპი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სახეობას (დაახლოებით 90%). ამ ტიპის ალოპეციის სიმპტომები გამოიხატება შემდეგნაირად:
· მამაკაცებს თმა უთხელდებათ და სცვივათ შუბლისა და გვირგინის არეში;
· ქალებს თმის გაყოფის ადგილას და მის გვერდით ნაწილებში.
დანარჩენ შემთხვევაში კერებს შეიძლება ჰქონდეთ ნებისმიერი სხვა ფორმა და ლოკალიზაცია.
დიაგნოსტიკა
· ვიზუალური დათვალიერება;
· ტესტი ჰორმონებზე;
· თმის სპექტროსკოპია.
ალოპეციის მკურნალობა
ანდროგენეტიკური ალოპეციის მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით:
· მედიკამენტური თერაპია. თანამედროვე პირობებში გამოიყენება ორი პრეპარატი, რომლებიც დროებით ზემოქმედებას ახდენენ. ეს არის მინოქსიდილი და ფინასტერიდი (განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის). თმა აღარ ცვივა სანამ პაციენტი იღებს წამლებს.
· ლაზერული თერაპია. ასევე დროებით ზემოქმედებას ახდენს. პროცედურების შეწყვეტის შემდეგ თმა უბრუნდება ძველ, გამოფიტულ მდგომარეობას.
· თმის ტრანსპალნტაცია. გადანერგვისთვის გამოიყენება კეფისა და გვერდითი ნაწილების თმა, რადგან ამ ნაწილში თმა არ განიცდის დეჰიდროტესტოსტერონის ზემოქმედებას. ამ მეთოდით ხორციელდება ალოპეციის მკურნალობა ქალბატონებში, რადგან მათ უფრო მწვავედ გადააქვთ დაავადება.
დიფუზიური ალოპეციის მკურნალობა მდგომარეობს მიზეზის მოსპობაში, რომელიც იწვევს მოცემულ მდგომარეობას. შემდეგ გამოიყენება თმის ზრდის სტიმულატორები და ფიზიოთერაპია.
კეროვანი ფორმის მკურნალობის მეთოდი შემუშავებული არ არის. შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების მიღება, მაგრამ ისინი იწვევენ თმის ზრდას გარკვეულ ნაწილში, არ კურნავენ დაავადებას და არ იძლევიან რეციდივების გარანტიას.
ნაწიბუროვანი პათოლოგიის მოშორება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული მეთოდით.
როგორ უნდა განხორციელდეს დაავადების მკურნალობა წყვეტს ექიმი-ტრიქოლოგი (დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით).
საშიშროება
დაავადების გაჩენისას არსებობს თმის სრულად გაცვენის საშიშროება.
რისკის ჯგუფი
· პირები, რომლებსაც აქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
· რადიოაქტიულ ზონებში მყოფი ან ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
ექიმთან დროულად მისვლა.
მასალის გამოყენების პირობები