ამბლიოპია

0
20

ამბლიოპია წარმოადგენს მხედველობის ერთმხრივი ან ორმხრივი დაქვეითებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მხედველობითი ანალიზატორის ორგანულ პრობლემასთან, ასევე არ ექმვემდებარება ოპტიკურ კორექციას. დაავადებისას შეუძლებელია გამოხედვის მყარი ფიქსაცია, მას თან ახლავს ფერების აღქმის, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, მხედველობის და სინათლის შეგრძნების  დაქვეითება.
მიზეზები

ამბლიოპიის განვითარების მიზეზებია:
·         სიელმე (ამ დროს შეინიშნება დისბინოკულური ამბლიოპია);
·         ახლო ან შორსმხედველობის მაღალი დონე;
·         გამოხატული ასტიგმატიზმი (რეფრაქციული ამბლიოპია);
·         მზის სხივების გამტარობის მიმართ თვალზე წინააღმდეგობის გაზრდა (ბელმო, კატარაქტა, ტრამვის შემდგომი იარა);
·         თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანება;
·         გუგის შევიწროვება;
·         ზედა ქუთუთოს დაშვება;
·         ემოციონალური სტრესი.

ამბლიოპიის სიმპტომები

ამ დაავადებას პაციენტების უმეტესობა ვერ ამჩნევს (სიელმის მქონეთა გარდა).  ამბლიოპიის სიმტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·         თვალების სხვადასხვა ოპტიკური ძალის ქონა;
·         მიუჩვეველ ადგილებსა და უცნობ პირობებში მხედველობს დარღვევა;
·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
·         კითხვისას თვალების გაქცევა;
·         უმოქმედო თვალის დახურვა;
·         საინტერესო საგანზე ყურებისას თავის დახრა;
·         ფერების აღქმის დარღვევა;
·         სინათლის აღქმის დონის დადაბლება;
·         თვალების მყარად დაფიქსირების შეუძლებლობა;
·         სწრაფად დაღლა;
·         თავის ტკივილი;
·         თავბრუს ხვევა.

დიაგნოსტიკა

ამბლიოპიის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა შემდეგი მანიპულაციების ჩატარება:
·         კომპლექსური ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება (ოკულისტი იკვლევს თვალის გუგას, კაკალს, აფასებს სინათლის შუქზე თვალის რეაქციას);
·         ოფთალმოლოგიური ტესტების ჩატარება (მხედველობის სიმახვილის შემოწმება, ფერადი ტესტირება, პერიმეტრია, ტესტი რეფრაქციაზე);
·         ოფთალმოსკოპია;
·         ბიომიკროსკოპია;
·         თვალის ფსკერის გამოკვლევა გოლდმანის ლინზით;
·         რეფრაქციული გარემოს გამჭვირვალობის განსაზღვრა;
·         თვალის ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         სინაპტოფორზე სიელმის კუთხის გაზომვა;
·         რეფრაქტომერტიისა და სკიასკოპიის ჩატარება;
·         ტონომეტრია;
·         ელექტრორეტინოგრაფია;
·         ნევროლოგის კონსულტაცია.

ამბლიოპიის მკურნალობა

ამბლიოპიისა და სიელმის მკურნალობა რეკომენდირებულია ჩატარდეს 6-7 წლის ასაკში. 11-12 წლის ბავშვებში, სამწუხაროდ, დაავადება უკვე აღარ ექვემდებარება მკურნალობას.
ამბლიოპიის მკურნალობა:
·         კატარაქტის მოშორება;
·         ფტოზის ქირურგიული გამოსწორება;
·         გამწოვი თერაპია;
·         ვიტრექტომია;
·         სიელმის ქირურგიული კორექცია;
·         მხედველობის ოპტიმალური კორექცია (სათვალის ან კონტაქტური ლინზის შერჩევა);
·         ლაზერული კორექცია;
·         აქტიური და პასიური პლეოპტიკა (თვალიების დაწებება);
·         «ამბლიოკორზე» ვარჯიში;
·         ლაზეროსტიმულაცია;
·         შუქსტიმულაცია;
·         ელექტროსტიმულაცია;
·         ელექტრომაგნიტური სტიმულაცია;
·         რეფლექსოთერაპია;
·         მედიკამენტური ელექტროფარეზი;
·         დამამშვიდებელი საშუალებების მიღება;
·         ფსიქოთერაპია;
·         ვიბროსტიმულაცია.
როგორ განვკურნოთ დაავადება 1-4 წლის ბავშვებში? მოცემულ სიტუაციაში გამოიყენება პენალიზაცია – დომინირებადი თვალის მხედველობის მიზანმიმართული დაქვეითება ჰიპერკორექციის ან თვალში ატროპინის ჩაწვეთებით. ასეთ დროს მხედველობის სიმახვილე იკლებს და ამბლიოპტიური თვალი იწყებს აქტიურად მუშაობას.

საშიშროება

ამბლიოპიის საშიშროება დამოკიდებულია დაავადების გამოვლენის მიზეზსა და დროზე. რაც უფრო ადრე დავიწყებთ პრობლემის კორექციას, მით უფრო მალე და კარგი რეზულტატი იქნება. ბავშვებისთვის რეკომენდირებულია აქტიური მკურნალობა 7 წლამდე, სანამ არ არის დასრულებული თვალის ფორმირება. თანადროული და კომპლექსური მიდგმოისას შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკური ზომები:
·         ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         თვალის ვარჯიშის ჩატარება;
·         სათვალის, ლინზის, ოკლუდერის ტარება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ