ამილოიდოზი

0
14

ამილოიდოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქსოვილში განსაკუთრებული ცილის (ამილოიდი) დაგროვება, რომელიც ორგანიზმში ნორმალური მდგომარეობისას არ არის. ის აზიანებს შინაგან ორგანოებს, კანის საფარს.

გამოყოფენ დაავდების შემდეგ ტიპებს:
·         პირველადი ამილოიდოზი – ცალკეული დაავადება;
·         მეორადი ამილოიდოზი – ზოგიერთი დაავადების გართულება (ტუბერკულოზი, რევმატოიდული ართრიტი);
·         მემკვიდრეობითი ამილოიდოზი;
·         ადგილობრივი ამილოიდოზი – წარმოიქმენება შესიებულ ადგილებში;
·         ჰემოდიალიზის პირობებში წარმოქმნილი ამილოიდოზი.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ქსოვილებში ამილოიდის განთავსებით. ამილოიდოზის მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ქრონიკურლი ანთებითი დაავადებების გართულება (ძვლების ინფექციური დაავადება, მალარია, ლეპრა);
·         დაავადებები, რომლებსაც მივყავართ უჯრედოვანი შემადგენლობის ცვლილებამდე (მრავლობითი მიელომა);
·         ჰემოდიალიზის პროცედურა.

ამილოიდოზის სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         ენის გადიდება, გურლის რევა, დიარეა ან ყაბზობა, ყლაპვის ფუნქციის დარღვევა – კუჭ-ნალავის ტრაქტის ორგანოების ამილოიდოზი;
·         არითმია, გულის გამტარობის დარღვევა, მიოკარდის კეროვანი დაზიანებები – გულის ამილოიდოზი;
·         ჩხვლეტა კიდურებში, მგრძნობელობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ხშირი თავბრუს ხვევა, განავლის შეუკავებლობა, შარდის შეუკავებლობა – ნერვული სისტემის ამილოიდოზი;
·         თითების გათიშვა, დაბუჟებისა და ჩხვლეტის თანხლებით, პოლიართრიტი, სახსრების შეშუპება – მყესებისა და ხრტილოვანი ნაწილის ამილოიდოზი;
·         ხშირი ბრონქიტი, ხმის ჩახლეჩა – სასუნთქი ორგანოების ამილოიდოზი;
·         კანზე ბუშტუკების და გამონაყარის გაჩენა, თვალის გარშემო სისხლჩაქცევები – კანის ამილოიდოზი.

დიაგნოსტიკა

ამილოიდოზის მკურნალობის დასანიშნად ექიმი-რევმატოლოგი ატარებს სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს და ნიშნავს დაზიანებული ორგანოების გამოკვლევას:
·         რენტგენოგრაფია;
·         ექოკარდიოგრამა;
·         ბიოპსია;
·         ფუნქციონალური კლინიკური სინჯები.

ამილოიდოზის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:
·         პირველადი დაავადების მკურნალობას;
·         იმუნოდეპრესანტებს;
·         სისხლის გადასხმას;
·         პოლივიტამინებს;
·         დიურეტიკებს;
·         ოპერატიულ მკურნალობას (ტრანსპლანტაცია, დაზიანებული ორგანოს მოშორება).
თირკმელის ამელოიდოიზის მკურნალობა მოიაზრებს ქირურგიულ ჩარევას (თირკმლის ტრანსპლანტაციას).

დიეტა

მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ დიეტა, რომლის დროსაც რაციონში შედის სახამებლით, კალიუმის მარილით, C ვიტამინით მდიდარი პროდუქტი და ეზღუდებათ საკვები მარილის მოხმარება, დღე-ღამეში მაქსიმუმ 2 გრ.

საშიშროება

მკურნალობის არარსებობამ შეისაძლოა გამოიწყვიოს შემდეგი გართულებები:
·         გულის უკმარისობა;
·         თირკმლის უკმარისობა;
·         ღვიძლის უკმარისობა;
·         ურემია.
შეიძლება სიტუაცია ლეტალური შედეგით დასრულდეს.

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         დროულად მოხდეს ანთებითი ტიპის დაავადებების მკურნალობა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ