ამნეზია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების საერთო ან ნაწილობრივი პრობლემა

0
212

ამნეზია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების საერთო ან ნაწილობრივი პრობლემა, რომლის დროს ვერ ხერხდება ადრეული ან შორეული წარსულის მოვლენების გახსენება.
ამნეზია შეიძლება იყოს სრული (ყველა მოგონების სრულიად დაკარგვა დროის გარკვეულ მანძილზე) ან ნაწილობრივი (გონებაში რჩება მოვლენების დროსა და სივრცეში დარღვეული ნაწილი). ამნეზიას შეიძლება ჰქონდეს დროებითი ან მუდმივი სახე.

გამოყოფენ ამნეზიის შემდეგ სახეობებს:
·         რეტროგრადიული – პაციენტი ვერ იხსენებს ინფორმაციას, რომელიც დაავდებამდე იყო;
·         ანტეროგრადიული – პაციენტი ვერ იმახსოვრებს ინფორმაციას, რომელსაც დაავადების შემდეგ იღებს;
·         კორსაკოვის სინდრომი – წარმოადგენს რეტროგრადიული ან ატეროგრადიული ამნეზიის მწვავე ფორმას;
·         ფიქსაციური – არცერთი ინფორმაცია არ ინახება გონებაში, ამიტომ პაციენტს არ შეუძლია მისი გადმოცემა;
·         პერფორაციული – პაციენტი ნაწილობრივ იმახსოვრებს მიღებულ ინფორმაციას;
·         დისოცირებული – პაციენტს ავიწყდება მხოლოდ ის ფაქტები, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის იმ ნაწილების  დაზიანების გამო, რომლებიც მეხსიერებაზე აგებენ პასუხს. დაზიანების მიზეზები შეიძლება იყოს:
·         თავის ტრამვები;
·         სხვადასხვა დაავადებები (ინსულტი, ეპილეპსია, ენცეფალიტი, სიმსივნე, ფსიქიკური დაავადებები);
·         აუტოიმუნური დარღვევები;
·         ორგანიზმის მოწამვლა (ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ნივთიერებებით);
·         ფსიქოლოგიური ფაქტორები, დამთრგუნველი მოგონებები რომელიმე ტრამვის შესახებ;
·         თავის ტვინის წვრილი არტერიების ოკლუზია (ათეროსკლეროზის დროს);
·         ჟანგბადის უკმარისობა დიდი ხნის მანძილზე.

ამნეზიის სიმპტომები
ამნეზიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         მეხსიერების არევა;
·         დროსა და სივრცეში დაკარგვის სიმპტომი;
·         დროის გარკვეულ მანძილზე მეხსიერების არქონა.

დიაგნოსტიკა
მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ნერვოლოგის და ფსიქოლოგის კონსულტაცია. დიაგნოსტიკაში შედის:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         ელექტროენცეფალოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მეხსიერების ფუნქციის გახანგრძლივების სპეციალური ტესტები.

ამნეზიის მკურნალობა
სამკურნალოდ აუცილებელია:
·         ნეიროპროტექტორები;
·         ვიტამინოთერაპია;
·         შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა;
·         დიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის დონის კონტროლი;
·         მეხსიერების დაკარგვის გამომწვევი მთავარი დაავადების მკურნალობა.

დიეტა
ტვინის მეხსიერების ფუნქციის გასაუმჯობესებლად რაციონში რეკომენდირებულია შედიოდეს:
·         ბერძნული თხილი;
·         შავი შოკოლადი;
·         ისპანახი;
·         ბროკოლი;
·         პომიდორი;
·         მოცვი;
·         ვაშლი;
·         მსხალი;
·         ატამი;
·         თაფლი;
·         წიწიბურას და შვრიის ფაფები;
·         კვერცხი;
·         უცხიმო რძის პროდუქტები და რძე;
·         ცხიმიანი თევზი;
·         საქონლის ხორცი.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის აღსაკვეთი პირველადი პროფილაქტიკური მეთოდები არ არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ