ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია

0
382
xr:d:DAGBhznMY_s:31,j:2752123286052715237,t:24040512

ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში სისხლძარღვოვანი სისტემის მოქმედების დარღვევა, რაც იწვევს ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობას. დღეისათვის დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და გვხვდება დედამიწის მოსახლეობის 80%-ში.

ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დაავადება არის სამი ტიპის:
·         გულის (ჰაერის უკმარისობა, გულისცემის გადაჭარბება);
·         ჰიპოტენზიური (დაბალი წნევა, გულყრისკენ მიდრეკილება, ორგანიზმის საერთო სისუსტე);
·         ჰიპერტენზიული (ახასიათებს აწეული არტერიული წნევა).

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის და სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმდებით, როგორიცაა:
·         ემოციონალური სტრესი;
·         კლიმატური ზონების ცვლილება;
·         ფიზიკური, გონებრივი გადატვირთვა;
·         ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნები;
·         ნევროლოგიური, ენდოკრინული დაავადებების გამწვავება;
·         ნევროტული გაღიზიანება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         არტერიული წნევის მერყეობა;
·         გლის ცემის გახშირება;
·         ხუთვა, ქოშინი, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა;
·         გულძმარვა, გულის რევა;
·         შემცივნება, ჭარბი ოფლიანობა;
·         თავბრუს ხვევა;
·         მაღალი გაღიზიანებადობა;
·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;
·         მადისა და ძილის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-ნევროლოგი ატარებს ორგანიზმის იმ სისტემის გამოკვლევას, რომელშიც აღინიშნება ვეგეტატიური დარღვევები. პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს:
·         სისხლის, შარდის ანალიზი;
·         ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია;
·         ელექტროკარდიოგრამა;
·         ხერხემლის ზედა კისრის ნაწილის რენტგენი;
·         თავის ტვინის, გულმკერდის, ხერხემლის კისრის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
რიგ შემთხვევებში საჭიროა თერაპევტის და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს შემდეგი სახის პროცედურებს:
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები (მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა);
·         აკუპუნქტურა;
·         ფიტოთერაპია;
·         მანუალური თერაპია;
·         ვეგეტოტროპული პრეპარატები;
·         კარდიოვასკულარული პრეპარატები.

რისკის ჯგუფი
·         ადამიანები, რომელბსაც აქვთ ადვილად გაღიზიანებადი ნერვული სისტემა;
·         ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხშირი სტრესი და/ან ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
·         ჰიპერტონია;
·         ჰიპოტენზია;
·         ინსულტი;
·         ინფარქტი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ალკოჰოლის გამორიცხვა;
·         სიგარეტის გამორიცხვა;
·         ყავისა და მუქი ჩაის გამორიცხვა;
·         გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულება;
·         თავის, კისრის, მტევნებისა და ტერფების მასაჟი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ