ვენების ვარიკოზული გაგანიერება

0
142
xr:d:DAGBhznMY_s:33,j:1022741028759628437,t:24040512

ვენების ვარიკოზული გაგანიერება – გულის მიმართულებით სისიხლის გადამცემი სისხლძარღვების დაავადებაა. ჩვეულებრივ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების ადგილზე და მუხლების უკანა ზედაპირზე.
დაავადებისკენ ხშირად მიდრეკილნი არიან ქალბატონები (30-60 წლის ასაკში). ვენების ვარიკოზული გაგანიერება ბავშვებში გვხვდება, როგორც თანდაყოლილი დაავადება.

მიზეზები
დაავადების დროს ზიანდება ვენოზური სისხლძარღვები, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, სისხლი ვენებში იჭედება. დაავადების მაპროვოცირებელი მიზეზები შეიძლება იყოს:
·         მემკვიდრეობა;
·         ვენოზური სარქველების დაზიანება;
·         ჭარბი წონა;
·         ფეხმძიმობა;
·         დიდი ხნის მანძილზე ფეხზე დგომა;
·         მუცლის ღრუს წნევის აწევა;
·         ფეხის ტრავმები;
·         სისხლძარღვების ანომალია.

დაავადების სიმპტომები
ვენების ვარიკოზული გაგანიერებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         მუქი ლურჯი ფერის ვენების ამობურცვა;
·         მუხლებსა და ხელის გულებზე ყავისფერი ლაქების გაჩენა;
·         ძლიერი ტკივილი ფეხებში;
·         ფეხების შეშუპება;
·         წყლულები ფეხებზე (განსაკუთრებით სახსრების ადგილას);
·         ქვედა კიდურების პერიოდული სპაზმა.
პატარა მენჯის ვენების ვარიკოზი საშიშია იმით, რომ არ გააჩნია კლინიკური გამოვლინებები, რითაც ფერხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ფლებოლოგი ატარებს შემდეგ პროცედურებს:
·         დოლბანდის ნიმუშებს;
·         ვენების დოპლეროგრაფია (ულტრა-ბგერით მეთოდი);
·         ვენების ანგიოგრაფია (რენტგენული მეთოდი).

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         სკლეროთერაპიას (მედიკამენტური ინექციები);
·         კომპრესული მკურნალობა (ელასტიური დოლბანდით ან სპეციალური თეთრეულით);
·         ლაზერული მკურნალობა;
·         ვარიკოზული გაგანიერების ქირურგიული მეთოდით მოშორება.
ლაზერული მკურნალობა ამ ეტაპზე ყველაზე იაფი და რადიკალური მეთოდია.

საშიშროება
თუ დროულად არ იქნება დაწყებული ქვედა კიდურების დაავადების მკურნალობა, შეიძლება მივიდეთ შემდეგ გართულებებამდე:
·         კანის წყლულის გაჩენა;
·         ეგზემას გაჩენა;
·         ქვედა კიდურების ნებისმიერი ტრავმისას ჭარბი სისხლდენა;
·         ტრომბოფლებიტის წარმოქმნა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ქალები (ფეხმძიმობა, მაღალი ქუსლი);
·         პროფესიონალი სპორტსმენები;
·         ბრტყელტერფიანობის მქონე ადამიანები;
·         ადამიანები, ვისაც დიდი ხნით უწევთ ფეხზე დგომა (ოფიციანტები, მაღაზიის გამყიდველები, სტილისტები).

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         Р- რუტინის ვიტამინით მდიდარი პროდუქტის ჩართვა კვების რაციონში (თხილი, მოცხარი, წითელი მოცვი, შტოში, ქაცვი) და ვიტამინი – С;
·         ფეხებზე დატვირთვის გადანაწილება;
·         წინდების და კოლგოტების ტარება მჭიდრო რეზინის გარეშე;
·         ვიწრო და ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის გამორიცხვა;
·         სისხლძარღვებზე ცივი წყლის შესხმა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ