პროსტატის ადენომა

0
209
xr:d:DAGB0EEP1sk:27,j:8515605215898077576,t:24040811

პროსტატის ადენომა – ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შეიძლება განვითარდეს პროსტატის სტრომალური კომპონენტის ან ჯირკვლოვანი ეპითელიალური ქსოვლისგან. სტატისტიკის მიხედვით ამ პათოლოგიით ექიმს მიმართავს ძლიერი სქესის წარმომადგენელთაგან ყოველი მეორე ადამიანი, რომელთა ასაკი გადაცილებულია 50 წელს.

მიზეზები
დღემდე უცნობია. ვარაუდობენ, რომ პათლოგია გამოწვეულია «მამაკაცების კლიმაქსით».

პროსტატის ადენომას სიმპტომები
·         საწყისი სტადია (კომპენსირება) — ხდება შარდის შეკავება, მოშარდვის გახშირებული შეგრძნება და შარდვა, განსაკუთრებით ღამით. სასქესო ორგანო მოდუნებულია. ჯირკვალი გადიდებულია, საზღვრები გამოკვეთილია, პალპაცია უმტკივნეულოა. პირველი სტადია გრძელდება 1-3 წლის მანძილზე.
·         სუბკომპენსირებული სტადია — შარდსადინარი გაჭედილია, შარდის ბუშტი არაადეკვატურად ფუნქციონირებს, ამიტომ შარდის სრულად გამოყოფა ვერ ხერხდება. პაციენტები გრძნობენ შარდის ბუშტის არასრულად დაცლას. ავადმყოფი ხშირად შარდავს და პროცესი მტკივნეულია. გარკვეული დროის შემდეგ შარდი გამოყოფა უნებლიედ, შეიძლება იყოს ამღვრეული ან სისხლნარევი. შემდეგ ხდება შარდის მკვეთრი შეკავება, რასაც თან სდევს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
·         ბოლო სტადია (დეკომპენსირებული) — შარდი ფაქტიურად წვეთობით გამოიყოფა, ამღვრეული და სისხლიანია. თირკმელების ფუნქცია დარღვეულია, შედეგად პაციენტი უღონოდ არის, ხდება, აქვს პირის სიმშრალე. გამოსუნთქულ ჰაერს შარდის სუნი აქვს. ავადმყოფობას თან ახლავს ანემია და ყაბზობა.

დიაგნოსტიკა
·         რექტალური გამოკვლევა;
·         ლაბორატორიული გამოკვლევები: შარდის ანალიზი, სისხლის ანალიზი (ბიოქიმია),პსა-ს დონის ტესტი (პროსტატის სპეციალური ანტიგენის).
·         გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდები: ულტრა-ბგერით გამოკვლევა, უროფლოუმეტრია, რენტგენი.

პროსტატის ადენომას მკურნალობა
პროსტატის ადენომა სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს, რადგან მისი შედეგები პაციენტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მკურნალობის ვარიანტები დამოკიდებულია პათოლოგიის განვითარებაზე და სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილზე:
·         სამკურნალო მედიკამენტები – პათოლოგიის საწყის სტადიაზე მიიღება კუნთების ტონუსის დამწევი პრეპარატები, ასევე ტესტასტერონის ბლოკირატორები.
·         პროსტატის ადენომას ამოკვეთა – დღეისათვის ეს ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია. შესაძლებელია გაკეთდეს:
·         ადენომექტომი – ჯირკვლის ღია მეთოდით ამოკვეთა, შარდის ბუშტის კედლის გავლით;
·         მაოტრამვატული ოპერაციები – შარდსადინარის გავლით ჩარევა: რეზექცია, ელექტროვაპორიზაცია, ინციზია.
·         სხვა მეთოდები (არაოპერაციული):
·         თერმოთერაპია (ელექტროკოუგულაცია);
·         ბალონური დილატაცია (შარდსადინარ არხში შევიწყროვებული ნაწილი ფართოვდება ბალონის დახმარებით);
·         შარდსადინარი არხისშევიწროვებულ ადგილში სტენტების ჩადგმა;
·         კრიოდისტრუქცია;
·         ულტრაბგერითი ზემოქმედება.
პროსტატის ადენომას მკურნალობის ღირებულება დამოკიდებულია შერჩეულ მეთოდზე. როგორ უნდა განიკურნოს დაავადება, ამას წყვეტს სპეციალისტი-უროლოგი.

საშიშროება
თუ მკურნალობა არ მიმდინარეობს, წარმოიშობა შემდეგი საშიშროება:
·         შარდკენჭოვანი დაავადება;
·         პიელონეფრიტი;
·         ორგანიზმის საერთო მოწამვლა.

რისკის ჯგუფი
50 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებსაც აქვთ ანდროგენის მაღალი მაჩვენებელი.

პროფილაქტიკა
·         პროსტატიტის დროული მკურნალობა;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ