საკვების ალერგია – ყველაზე ხშირად ალერგიის ეს ტიპი ვლინდება ბავშვებში

0
166
xr:d:DAGB0EEP1sk:29,j:2523565911862616424,t:24040811

საკვების ალერგია  – ძლიერი ალერგიული რეაქციაა საკვები პროდუქტის რომელიმე კომპონენტზე, რომელიც შედის მზა კერძში ან სასმელში. ყველაზე ხშირად ალერგიის ეს ტიპი ვლინდება ბავშვებში, მაგრამ 5 წლის ასაკიდან ის ქრება. ზრდასრულებში ასეთი ალერგია იშვიათია და ჩვეულებრივ ვლინდება პოლინოზთან ერთად.

მიზეზები
საკვების ალერგიის მიზეზი არის რომელიმე საკვები პროდუქტის აუტანლობა:
·         კვერცხი, რძე, მარცვლეული, არაქისი, სოიო – ეს პროდუქტები ბავშვებში მრავალი ტიპის ალერგიულ რეაქციას იწვევს;
·         არაქისი, თხილი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი – ეს პროდუქტები ალერგიას იწვევს მოზარდებში და ზრდასრულ ადამიანებში.

საკვების ალერგიის სიმპტომები
ალერგიის ამ ტიპს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         სურდო;
·         გართულებული სუნთქვა, ხუთვა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილის თანხლებით;
·         ტკივილი მუცლის არეში;
·         ცრემლდენა;
·         თვალების დაწილთლება და ქავილი;
·         ანგიონევროზული შეშუპება;
·         დიარეა;
·         დაბალი არტერიული წნევა.

დიაგნოსტიკა
ლარერგიის გამოსავლენად და სამკურნალოდ ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         კანის ალერგიული სინჯები;
·         პროვოკაციული ტესტები.
დამატებით შსაძლოა საჭირო გახდეს:
·         კალას (განავლის) ანალიზი;
·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         ენდოსკოპიური გამოკვლევა.

საკვების ალერგიის მკურნალობა
ალერგიის სამკურნალოდ ინიშნება:
·         ანტიჰისტამინური პრეპარატები;
·         იმუნოთერაპია.
ზოგ შემთხვევაში შეიძება საჭირო გახდეს ადრენალინის ინექცია.

დიეტა
საკვებზე ალერგიით დაავადებულებისთვის მიზანშეწონილია დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს ისეთი პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა:
·         შაქარი;
·         თაფლი;
·         კამფეტი;
·         საკონდიტრო ნაწარმი.
რაციონიდან უნდა ამოიღონ:
·         მსუყე საკვები;
·         საკვები დანამატები და საღებავები;
·         დამარილებული, შებოლილი, დამარინადებული საკვები;
·         ღვიძლი, თირკმელები, ტვინი;
·         კონსერვები;
·         კაკაო, შოკოლადი;
·         სპირტიანი სასმელები.

საშიშროება
საკვების ალერგიამ უყურადღებობის პირობებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:
·         გონების დაკარგვა;
·         ჭინჭრის ციება;
·         ატოფიური დერმატიტი;
·         ანაფილაქტიკური შოკი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ასტომით დაავადებულიები;
·         ატოფიური დერმატიტით დაავადებულები;
·         სასურსათო სფეროში მომუშავეები.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         რაციონიდან ალერგენების სრულად ამოღება;
·         ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
·         კაფეებსა და რესტორნებში კერძების შემადგენლობის დაზუსტება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ