ფარისებრი ჯირკვლის ადენომა

0
187
xr:d:DAGB0EEP1sk:38,j:1954986463663140566,t:24040812

ფარისებრი ჯირკვლის ადენომა წარმოადგენს კვანძს, რომელიც გამოიმუშავებს ჭარბი ოდენობით სეკრეციულ ჰორმონებს. აღნიშნული დაავადება მოიხსენიება აგრეთვე, როგორც ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომლიც წარმოიქმნება ჯირკვლოვან ქსოვილებში. ხშირად ასეთი სიმსივნე განშტოებების გარეშეა, ამიტომ მას კიდევ ეძახიან  ტირეტოქსიკურ ადენომას.

გამოყოფენ აღნიშნული დაავადების შემდეგ სახეობებს:
·         ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულარული ადენომა;
·         ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომა;
·         ნათელუჯრედოვანი;
·         აპილარული;
·         ოქსიფილური.

მიზეზები
·         პაციენტი გადაცილებულია 40 წელს;
·         მდედრობითი სქესის კუთვნილება;
·         არასასურველი ეკოლოგიური სიტუაცია;
·         გენეტიკა;
·         ფარისებრში არატოქსიკური კვანძის ფორმირება;
·         იოდის დაბალი შემცველობის რაონებში ცხოვრება;
·         დაზიაებები ყელის არეში;
·         ავტოიმუნური დაავადებები.
ადენომას ფორმირება ხდება В-უჯრედებისგან და ის სწრაფადგანვითარებადია შემთხვევების 10-35%-ის დროს, ხოლო  ჰისტოლოგიკური გამოკვლევის დროს ვლინება მისი ავთვისებიანობა. სხვა შემთხვევებში სიმსივნე კეთილთვისებიანია და მისი ქირურგიული გზით ამოკვეთა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ფარისებრი ჯირკვლის ადენომას სიმპტომები
·         გაღიზიანება, ცრემლიანობა;
·         ხასიათის ცვლილებები;
·         სიცხის აუტანლობა;
·         ყელის ხილული დეფორმაცია;
·         კომპრესიული სინდრომი (წნევის შეგრძნება);
·         ხუთვა;
·         ტოქსიკური ჩიყვის განვითარება;
·         ინფიცირებული ჰემატომები;
·         ჭარბი ოფლიანობა;
·         მშვიდ მდგომარეობაში ტახიკარდიის სიმპტომები;
·         მცირეოდენი ფიზიკური დატვირთვისას სწრაფი დაღლა;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
·         არტერიული წნევის აწევა;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         მოდუნება.
ზოგიერთ პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ადენომის ერთეული სიმპტომი ახასიათებს, ზოგს კი მთელი კომპლექსი. ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სტადიაზე.

დიაგნოსტიკა
ადენომას გამოსავლენად საჭიროა შემდეგი სახის ღონისძიებების ჩატარება:
·         ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, რათა განისაზღვროს კვანძების თვისება, ლოკალიზაცია და ზომები;
·         რადიოიზოტოპური სკანირების ჩატარება;
·         ჰორმონების და სისხლის ანალიზის გაკეთბა;
·         სისხლის საერთო ანალიზის აღება;
·         სისხლის ანალიზი გლუკოზის დასადგენად;
·         კვანძის ასპირაციული ბიოპსია;
·         გულის გამოკვლევა (ელ-კარდიოგრაფია, ექო-კარდიოგრაფია);
·         თირკმელების და ღვიძლის გამოკვლევა.

ფარისებრი ჯირკვლის ადენომას მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ქირურგიულ ჩარევას (ფარისებრი ჯირკვლის ადენომის ამოკვეთა);
·         ტირეოსტატიკურ თერაპიას (პაციენტი იღებს ტიამაზოლს, კარბიმაზოლს, პროპიცილს);
·         პაციენტის ღია ცის ქვეშ ყოფნას;
·         ჰემითირეოიდექტომიას (ფარისებრი ჯირკვლის დაავადებული ნაწილის მოცილება);
·         სპირტის ხსნარით ადენომას სკლეროზირებას;
·         რადიოაქტიური იოდით მკურნალობას.

საშიშროება
დიაგნოზის დასმისას საჭირო არ არის პანიკა. უმეტეს შემთხვევაში ადენომა არის კეთილთვისებიანი წარმოანქმნი და იშვიათად გადადის ავთვისებიან ფორმაში. მკურნალობის პროგნოზი პრაქტიკულად ყოველთვის დადებითია, აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალ ექიმს და დაიცვათ მისი ყველა რეკომენდაცია.

პროფილაქტიკა
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         ენდოკრინოლოგთან რეგულარული ვიზიტები;
·         ჰორმონალური პრეპარატების მიღებისას სიფრთხილე;
·         რეგულარული გაჯანსაღება სანატორიულ-საკურორტო ზონებში;
·         გარემოს მავნე ზეგავლენისგან თავის დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ