2024 წლის 4 პრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლის, ალესანდრო ბურიანის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, კლინიკა “ვივამედის” კლინიკური და ადმინისტრაციული წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ “აკრედიტაცია კანადას” აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა; პროფესორი გიორგი ფხაკაძე, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში და კლინიკა “ვივამედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე.
“აკრედიტაცია კანადა” საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.
ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.
“შენი პულსი” “ვივამედის” დირექტორ ნინო ნადირაძეს ესაუბრა:
“რატომ გადავწყვიტეთ ,,აკრედიტაცია კანადა”? – იმიტომ, რომ არ მინდოდა ეს პროცესი ყოფილიყო პროცესისთვის. მინდოდა, ეს პროცესი ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული.
არ შევმცდარვართ ნამდვილად, რადგან მაინტერესებს შენიშვნები, ყველა ჩვენი არასწორად წარმართული პროცესის გამოვლინება.
მომწონს, რომ ყველა შენიშვნას მათი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება გამოსწორების რეცეპტი და ეს მაინტერესებს. კი ბატონო, რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ მითხარი – როგორ გამოვასწორო.
ყველა თემაზე, რაზეც მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, აუცილებლად იქვე გვთავაზობენ ამის გადაჭრის გზებს და ეს გზები არასოდეს არის გაუგონარი და არნახული. ყოველთვის არის ძალიან კონკრეტული, მორგებული, შესრულებადი და რეალისტური, მეტი რა შეიძლება მინდოდეს, ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი კლინიკა, ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ და პრაქტიკულად, დღემდე ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი 10 დღე ნამდვილად იყო სირთულეებით, რადგან ახლისა და შენიშვნის მიღება ჩვენს ხალხს ცოტა უჭირს… შემდეგ როდესაც ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ მათთვის და ჩვენთვის კეთდება ეს ყველაფერი და ესენი არ არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომელთაც უნდათ გამოგავლინონ, დაგსაჯონ და მერე კუთხეში დაგაყენონ, არამედ არიან იმისთვის, რომ შენ დაგეხმარონ ფეხზე წამოდგომაში, წელში გაიმართო და მთავარი ფუნქცია, რაც არის – პაციენტი მიიღო და გააცილო კმაყოფილი. მთელ ამ პროცესში, პაციენტი უნდა იყოს კმაყოფილი.”
მასალის გამოყენების პირობები