ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიბლოგირას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში - თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო...

რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში – თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ ადვოკატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში - თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ | შენი ექიმი

ნინო ლიპარტია განმარტავს, რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში:

“ინფორმირებული თანხმობის არსი მდგომარეობს შემდეგში –  მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან პაციენტის ავტონომიურობის უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა სავალდებულო თანხმობის არსებობა სამედიცინო ჩარევის ან ექსპერიმენტში ჩართვასთან დაკავშირებით.

სრულწლოვანი, ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე პაციენტის თანხმობა სამედიცინო მკურნალობის დაწყების წინაპირობაა და მედიცინის ფუნდამენტური პრინციპია.

ინფორმირებული თანხმობა:

ა) ამტკიცებს და იცავს პაციენტის ავტონომიურობის უფლებას;

ბ) ხაზს უსვამს პაციენტის ღირსებას;

გ) ინფორმირებული ჩართულობა გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისის ხარისხზე;

დ) პაციენტის თანხმობის სავალდებულოობა ამცირებს უფლების ბოროტად გამოყენების შანსს.

პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, როგორც ტერმინი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა.

რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში - თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ | შენი ექიმი

ტერმინი „ნებაყოფლობითი თანხმობა“ ნიურნბერგის კოდექსით დადგინდა. ის მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ნაცისტური რეჟიმის ექიმების მსჯავრდების შედეგად, რომლითაც დადგინდა, რომ ისინი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ პირებზე ახორციელებდნენ შემაძრწუნებელ სამედიცინო ექსპერიმენტებს.

ნიურნბერგის კოდექსით დადგენილ იქნა ადამიანებზე კვლევის განხორციელებისას სავალდებულო 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური პრინციპი, რომლებიც გათვალისწინებული იყო 1947 წელს გერმანელი ექიმების მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მიხედვით, მისი მიღება აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;

ბ) აბორტი;

გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;

დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;

ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;

ზ) გენეტიკური ტესტირება;

თ) გენური თერაპია;

ი) სხივური თერაპია;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;

ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსს, გადაცემის წესს, დროსა და ადგილს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.

ინფორმაციული თანხმობის დოქტრინა ხაზს უსვამს შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტებს:

ინფორმაციის მიწოდება, გაგება, ნებაყოფლობითობა, კომპეტენცია და შეთანხმება შემოთავაზებული პროცედურის ან ჩარევის შესახებ.

გამოხატული თანხმობა შეიძლება გაცხადებულ იქნას ვერბალურად ან წერილობით. ნებისმიერი ფორმის თანხმობისას აუცილებელია ჩანდეს, რომ პაციენტი დაეთანხმა კონკრეტულ ჩარევას. აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ იგი იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, ფლობდა შესაბამის ცოდნას და გაიაზრა შემოთავაზებული სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობის შესახებ.

პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ფორმა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ივსება ერთობლივად პაციენტისა და ექიმის მიერ, მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი მიაწოდებს პაციენტს ამომწურავ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ.

ექიმმა პაციენტს ასევე უნდა განუმარტოს:

ა) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგები;

ბ) პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკი;

გ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტები და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკი და შესაძლო ეფექტიანობა;

დ) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები;

ე) სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხები.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია თანხმობის მიცემა, – ფორმას ავსებს და თანხმობის მიღება ხდება პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. ამ უკანასკნელთა არარსებობის შემთხვევაში ექიმი აკეთებს ჩანაწერს პაციენტის სამედიცინო ბარათში, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ინფორმირებული თანხმობის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ინფორმირებული თანხმობის არარსებობა პაციენტის მხრიდან ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისათვის კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომელიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების დარღვევით.

ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ „ნებისმიერ გონიერ ინდივიდს აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი. სამედიცინო ჩარევისას ექიმის მიერ ამ უფლების უგულებელყოფა შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. პაციენტის უფლება ინფორმაციაზე, როგორც ადამიანური ღირსების განმსაზღვრელი ელემენტი, თავსდება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის დაცვის სფეროში და მის ხელყოფას იწვევს. სწორედ ღირსების შელახვის გამო დაეკისრა მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურება.“

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხაზი გაესვა, რომ  პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს შეთავაზებული მკურნალობა, უარი განაცხადოს მასზე ან უკან გამოითხოვოს მისი გაცხადებული თანხმობა.

ამ პროცესის დროს სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პატივი სცეს პაციენტის ღირსებას, არ მოახდინოს მისი თვითგამოხატვის უფლების ხელყოფა და ჩარევა განახორციელოს მხოლოდ მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights