ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
მთავარიშენი ექიმიკვლევა - კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია ინსულტების ზრდასთან

კვლევა – კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია ინსულტების ზრდასთან

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები ექსტრემალურ ტემპერატურებთან დააკავშირეს, რაც 1990 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება ინსულტის პირდაპირი მიზეზია, მაგრამ მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მათ შორის გარკვეული ბმა არსებობდეს. მაგალითად, დადგინდა, რომ გასულ წელს ინსულტით სიკვდილის 500 000-ზე მეტი შემთხვევა არაოპტიმალურ ტემპერატურას უკავშირდებოდა. ასე ნაკლებ სიკვდილიანობასთან ასოცირებულ თეორიულ უსაფრთხო ზღვარზე მაღალ ან დაბალ მაჩვენებელს ეწოდება.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მსგავსი ტენდენცია კაცებში უფრო მეტად გამოვლინდა, ვიდრე ქალებში. ასევე გაირკვა, რომ ამ მხრივ ყველა ასაკობრივი კატეგორია მოწყვლადია.

“ბოლო წლებში ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებებმა ადამიანთა ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა და საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ ტემპერატურის ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინსულტის შემთხვევები გაახშიროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პოპულაციასა და იმ არეალებში, სადაც ჯანდაცვა ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება”, — აცხადებენ ავტორები.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ინსულტით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000-ში 38.8-დან 100 000-ში 41.1-მდე გაიზარდა. ეს მხოლოდ ექსტრემალურ სიცხეებს სულაც არ უკავშირდება. მაგალითად, 2019 წელს ინსულტის შემთხვევების უმეტესობა დაბალი ტემპერატურით იყო განპირობებული.

საქმე ისაა, რომ სიცივე სისხლძარღვების შემჭიდროებას იწვევს, რაც წნევას ზრდის, ეს კი ინსულტის რიკს-ფაქტორია. ასეთი ცივი აირები პოლარულ რეგიონებშია კონცენტრირებული, მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო სხვა არეალებშიც ვრცელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკანასკნელმა კვლევამ გახშირებული ინსულტის სიცხესთან კავშირი გამოავლინა.

საინტერესოა, რომ მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული მსგავსი სიკვდილიანობა ცენტრალურ აზიაში ჭარბობდა. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური დათბობა მწვავდება, სავარაუდოდ, მომავალში ეს ადამიანთა ჯანმრთელობაზეც კიდევ უფრო მეტად აისახება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 ერთდღიანი მიმართულება შვეიცარიის ქალაქ ლუცერნიდან

8 ერთდღიანი მიმართულება შვეიცარიის ქალაქ ლუცერნიდან

5 December, 2024
რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში – რობერტ სტურუა

რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში – რობერტ სტურუა

5 დეკემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო დეკორაციები სახლისთვის

როგორ შევქმნათ საახალწლო დეკორაციები სახლისთვის

დეკემბერი 5, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კალანდა -გურული ახალი წელი

კალანდა -გურული ახალი წელი

დეკემბერი 5, 2024
საინტერესო ამბები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან

საინტერესო ამბები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან

დეკემბერი 5, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი ქუჩებში საზღვარგარეთ

როგორ აღინიშნება ახალი წელი ქუჩებში საზღვარგარეთ

5 დეკემბერი 2024
საქართველოს თასის ფინალი — დინამო თბილისი სპაერის წინააღმდეგ

საქართველოს თასის ფინალი — დინამო თბილისი სპაერის წინააღმდეგ

დეკემბერი 5, 2024
ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების მოხმარება აიკრძალა

ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების მოხმარება აიკრძალა

დეკემბერი 5, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights